პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“მინდა ვუთხრა ოპო პოლიტიკოსებს – დააკვირდნენ იობის ტაქტიკას, ქვეტექსტებს და აზრი გამოიტანონ, ისწავლონ და პარალელურად იობს ხელი არ შეუშალონ, ანუ ჩუმად იყვნენ” – “ობობა”

ტელეიმედი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ავტორი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მეუფე იობის ტაქტიკას დააკვირდნენ, ისწავლონ და ხელი არ შეუშალონ მას, რადგან მისი ქმედებები პირდაპირ რეჟიმს ურტყამს.

“მინდა ვუთხრა ოპო პოლიტიკოსებს – დააკვირდნენ იობის ტაქტიკას, ქვეტექსტებს და აზრი გამოიტანონ, ისწავლონ და პარალელურად იობს ხელი არ შეუშალონ, ანუ ჩუმად იყვნენ” – “ობობა”
ალია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, Gaius Marius Oboba წერს:

იობი ძველი სკოლაა, დიდი ხანია მაღალი იერარქია ეკლესიაში.

სინოდის წევრი.

ყოველთვის სხვებზე მეტად ავტონომიური და N1 კონსერვატორი.

თავისებურად უკომპრომისო, თავისთავად მგელი და ეგეთი მგლები ყავს ეპარქიაში.

ეპარქია კიდევ ძლიერი სამონასტრო ქსელით და ბევრი მორჩილით (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც).

ილია მეორეზე რომ ვწერდი, არაფერი იქნება იგივე მისი სიკვდილის მერე, ასე მალეც არ ველოდი ამბავს.

არ ვიცი რამ დააფრთხო, ან რისგან წამოუვიდა მოტივაცია იობს, მაგრამ პირველივე განცხადებიდან მივყვები და ტიპი მაოცებს, მისი აბსოლუტურად თანმიმდევრული და ზუსტად გათვლილი ტაქტიკით, რითაც ის არა ეკლესიას შიგნით, არამედ პირდაპირ რეჟიმს ურტყამს.

იმდენად ფილიგრანულად მოძრაობს, იმდენად გათვლილი აქვს ყველა სიტყვა, რომ პროპაგანდამ გაშავება რომ დაუწყო, ადგა და უკან გაუკეთა.

ის არ ლაპარაკობს მარტო, აშკარად აიყოლია სხვები, კობახიძის ვითომ ნეიტრალური განცხადება პილემიკაში არ შევალო, ეგეც უკან შეუბრუნა, თან არა თვითონ, არამედ სხვისი პირით ( როგორც მახსოვს მამა თოლორაია).

არ დაყვა არაფერს, არ გაჩერდა, არ მოლბა, პირდაპირ და გამიზნულად უტევს და იმათგან ნებისმიერი მოქმედება მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენა.

იქ ნაცვლიშვილმა შეაგინა, იქ იმედმა იფართხალა, იობმა კი მისადმი გინება ეკლესიის გინებად ვადათარგმნა და ვინმე იტყვის რომ ილია მეორეს მერე იობი ეკლესიაა არაა? ვერავინ.

ვინმე იტყვის რომ ნაკლებად მორწმუნეა? ან ფული უყვარს, ან ქურდებთან დადის, ან მინისტრებს ეტენება?

ვერავინ.

რა უკან დახევა, რა ქვედა ლიგაში თამაში, ადგა და იმ ხელისუფლებას რომელიც ქართველობაზე და შესაბამისად კონსერვარტიზმზე დგას – ურწმუნო უწოდა.

თავად ჩაიხერგა უკან დასახევი გზა.

ბევრიც აიყოლია და ამით შიშის ფაქტორსაც ხსნის. (ეს ყველაზე დიდი ამბავია).

კი მეცინება თან, მაგრამ ზუსტად ამ კაცმა, იობმა დამიბრუნა პროცესზე დაკვირვების ხალისი, იმიტომ რომ სხვა რაც ხდება გარშემო ოროსანი ბავშვების ტუპოი ფართხალია.

და აქვე მინდა ვუთხრა ოპო პოლიტიკოსებს (ბევრს ეყოფა ამის ტვინი) დააკვირდნენ იობის ტაქტიკას, ქვეტექსტებს და აზრი გამოიტანონ, ისწავლონ და პარალელურად იობს ხელი არ შეუშალონ, ანუ ჩუმად იყვნენ.

ასევე მოვუწოდებ ათას ხარახურა ინფლუ აქტივისტებს, გინდა ავლაბრიდან დაეშვით, გინდა 28-ში გაიხიეთ შუაზე, მაგრამ იობს არ შეეხოთ, თქვენც ჩუმად იყავით.

მე არ ვიცი ზუსტად რისი მიღწევა უნდა იობს, რა პოზიციაზე გაჩერდება, მაგრამ აგერ ამ განცხადებით, რეჟიმი აიძულა რომ ყველა მასზე გალაშქრება კრემლის დაკვეთა იქნება, ხოლო ეკლესიით შიგნით ვინც დაცხებს, ის კირილის მღვდელი იქნება.

პარალელურად კი დასავლეთს და კონსტანტინოპოლს ჩაუკრა თვალი.

ბოლო ორი წელიწადია აბსოლუტურ წყვდიადში ძლივს რაღაც საინტერესო ხდება.

დააკვირდით.

,, პატრიარქი კირილე არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის” – მეუფე იობი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეუფე იობი - მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, მხილება იყო საჭირო - თუ გამოსწორდებიან, თუ შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება, ისევ მხარი დავუჭიროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები