ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე

ქართული ოცნებაიუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგების მხრიდან სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა. სალიას თქმით, დეესკალაციის ოთახში პატიმრის გადაყვანა წინასწარ შექმნილი ინციდენტის გამო მოხდა, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევებსა და ბადრაგების პასუხისმგებლობაზე გადაწყვეტილებებს გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე
რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზენეტგაზეთი

“ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 5 ოქტომბერს უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.

დავითაძე ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა და თქვა, რომ ფაქტი მოხდა დეესკალაციის ოთახში, სადაც კამერაა დამონტაჟებული. დავითაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

უცნობია, რატომ გადაიყვანეს დავითაძე დეესკალაციის ოთახში

2 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა 5-წუთიანი ვიდეო №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმებაზე. უწყება სიცრუეს უწოდებს დავითაძის განცხადებას სექსუალურ ძალადობაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც, მათივე განცხადებით, „დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. პენიტენციური ამბობს, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა დავითაძეს „იძულებით ჩაუტარეს შემოწმება“, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.

პაატა სალიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რატომ გადაიყვანეს დავითაძე დეესკალაციის ოთახში:

„დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მოხდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც იყო, წინ უძღოდა ამ ყველაფერს“, – თქვა სალიამ.

დამატებით კითხვებზე, თუ კონკრეტულად რა ინციდენტზეა საუბარი, სალიამ თქვა:

„გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ პირს სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება“.

აქვს თუ არა ვიდეოს ხმა და გასაჯაროვდება თუ არა მასალა?

პაატა სალიას ჟურნალისტებმა არსებობს თუ არა ჩანაწერი, რომელსაც აქვს ხმა და ზოგადად, დეესკალაციის ოთახში დამონტაჟებული კამერა ხმასაც იწერს, თუ არა – არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ:

„არ გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე“, – გვითხრა სალიამ.

გიორგი დავითაძის დედა ამბობს, რომ მას ნანახი აქვს 5 ფაილი, დაახლოებით 20-წუთიანი მასალა. ოჯახი ითხოვს, რომ ხმოვანი ჩანაწერი სრულად გასაჯაროვდეს და არა მხოლოდ ამოჭრილი მონაკვეთი.

„ჩვენ არ გვინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ გარკვეულწილად ამა თუ იმ მასალების წინასწარ გამოქვეყნებით. იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაასრულებს უახლოეს პერიოდში. არ ვიცი, ეს ჩემზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, გამოძიებას თავის წესები აქვს, პროცედურები აქვს, იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება და, შესაბამისად, გვეცოდინება ყველას, იყო თუ არა რაიმე სამართალდარღვევა ამ ნაწილში“, – თქვა სალიამ დღეს.

“ოცნების” მინისტრს ვთხოვეთ, გასაჯაროებული კადრებიდან გამომდინარე შეფასება გაეკეთებინა პატიმრის შემოწმების ფორმასთან დაკავშირებით – სალიამ თქვა, რომ დავითაძე აცხადებდა პროტესტს და არ აძლევდა საშუალებას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

„გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა რაიმე დარღვევას [ადგილი], პატიმრის უფლებების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში“, – თქვა სალიამ.

დატოვებენ თუ არა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები რუსთავის მე-6 ციხეს

პაატა სალიას პოზიციით, იმისთვის, რომ „საბოლოოდ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, „ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს“.

გიორგი დავითაძის ოჯახის მოთხოვნაა გადადგეს ციხის უფროსი, შოთა ტრაპაიძე, ასევე დატოვოს ციხე საქმეში მონაწილე ბადრაგმა. სალია ამბობს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს:

„მე როცა ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, როდესაც დასრულდება გამოძიება და გამოიკვეთება, თუ გამოიკვეთება, ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“.

გადაიყვანენ თუ არა გიორგი დავითაძეს სხვა დაწესებულებაში

გიორგი დავითაძის მიერ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლების სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია სავარაუდო დანაშაულში მონაწილე არც ერთ პირს.

პაატა სალია ირწმუნება, რომ პატიმრის უსაფრთხოება სრულადაა დაცული და რომ დაცული იქნება მისი უფლებები. მისივე განცხადებით, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა.

„ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას აქვს თავისი პროცედურები, აქვს თავისი საფუძვლები, წინაპირობები და, შესაბამისად, თუ დააკმაყოფილებს ამ წინაპირობებს, განვიხილავთ და გადავიყვანთ, თუ არ დააკმაყოფილებს – არ გადავიყვანთ“, – თქვა პაატა სალიამ.

„შედეგები შეიძლება იყოს მძიმე“ – შესაძლოა გამოძიება „დესტაბილიზაციის მცდელობაზეც“ დაიწყოს

პაატა სალიას მტკიცებით, სხვადასხვა ჯგუფების და სხვადასხვა პირების მიერ გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს “გარკვეული დესტაბილიზაციის, დეზორგანიზაციის შექმნას პენიტენციურ დაწესებულებაში“.

მას არ დაუკონკრეტებია ვის განცხადებებს და კონკრეტულად რა კომენტარებს გულისხმობდა, თუმცა თქვა, რომ „ეს განცხადებები, რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს“.

„თუ ვინმე ეცდება, პენიტენციური დაწესებულების შიგნიდან თუ გარედან ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეზორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება და მოუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან“, – თქვა სალიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება, ან ხომ არ მიმართა იუსტიციის სამინისტრომ შესაბამის ორგანოებს, სალია პასუხობს, რომ ამისთვის მისი მიმართვა არაა საჭირო.

„განცხადებები და მოქმედებები იმ პირებისა, თუ იქნება დანაშაულის ნიშნის შემცველი, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებამ შეიძლება დაიწყოს გამოძიება“, – ამბობს სალია.

ხვალ, 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე გიორგი დავითაძის ოჯახი პენიტენციური სამსახურის ოფისთან აქციას აანონსებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურიიუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
  2. ალიაოპოზიციურიიუსტიციის მინისტრის პირველი კომენტარი გიორგი დავითაძის შესახებ
  3. TV პირველიოპოზიციურისალიამ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე
  4. TV პირველიოპოზიციურირა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა
  5. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარ გიპასუხებთ - იუსტიციის მინისტრი კითხვაზე, აქვს თუ არა დავითაძის ვიდეოს ხმა
  7. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: ჩვენი შეფასებით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. პენიტენციური სამსახური მოქმედებდა წესების სრული დაცვით, თუმცა საბოლოო ჯამში ამას დაადგენს გამოძიება და პროკურატურა
  8. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოჯახი პატიმარ დავითაძის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები