ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს კომპლექსური გამოძიება. მისი თქმით, პატიმარი ეწინააღმდეგებოდა დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე აუცილებელ შემოწმებას, რის გამოც სახელმწიფომ იძულების ზომები გამოიყენა. სალიას განცხადებით, ბრალდებები ძალადობაზე არ დადასტურდა და პროცედურები კანონის შესაბამისად წარიმართა.

პაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები
პაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმებირუსთავი 2

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით კომპლექსური გამოძიება მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.

ამასთან, პაატა სალია განმარტავს, რატომ მოხდა გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩაყვანა. ამავდროულად, მინისტრი ამბობს, რომ კანონი ითვალისწინებს, დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე, პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა.

"პატიმარ დავითაძის საქმე ახლა არ დაწყებულა, ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს, როდესაც მან განაცხადა მისი უფლებების შელახვის შესახებ და საკმაოდ მძიმე ბრალდება გაისმა მისგან, მყისიერად დაიწყო გამოძიება, ეს გამოძიება დღეს მიმდინარეობს. კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.

თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.

ახლა, რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა ან უკანონო მოქმედება განხორციელდა. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანის საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლებების რაიმე დარღვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი.

ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა, საბოლოო ჯამში, არცერთი არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის კვალი, მითუმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.

იყო თუ არა ამდენი ადამიანის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო? პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო. რაც კადრებიდან ერთი შეხედვით ჩანს, პატიმრის დამოკიდებულებიდან და მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამდენი ადამიანის ჩარევა ყოფილიყო საჭირო, რათა კანონით დადგენილი პროცედურები განხორციელებულიყო. ეს ჩანს ერთი შეხედვით.

[რაც შეეხება] ფორმას: როდესაც არ ემორჩილება პატიმარი შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები.

ბრალდებას სჭირდება დადასტურება. დადასტურებას, ამ შემთხვევაში, ვერც თქვენ, ჟურნალისტები, და ვერც მე, როგორც მინისტრი, ვერ მოვახდენთ - ეს უნდა მოახდინოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. არის მცდელობა ამ ერთი კონკრეტული შემთხვევებით, დაუდასტურებელი ბრალდებები წარმოჩენილი იქნეს, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი და ამ ფაქტის მანიპულირებით მოხდეს უკვე გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებებში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამორიცხული, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში,"- აცხადებს პაატა სალია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პატიმარ დავითაძის საქმე ახლა არ დაწყებულა, ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს, როდესაც მან განაცხადა მისი უფლებების შელახვის შესახებ და საკმაოდ მძიმე ბრალდება გაისმა მისგან, მყისიერად დაიწყო გამოძიება, ეს გამოძიება დღეს მიმდინარეობს. კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება. ახლა, რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა ან უკანონო მოქმედება განხორციელდა. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანის საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლებების რაიმე დარღვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი. ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა, საბოლოო ჯამში, არცერთი არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის კვალი, მითუმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა. იყო თუ არა ამდენი ადამიანის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო? პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო. რაც კადრებიდან ერთი შეხედვით ჩანს, პატიმრის დამოკიდებულებიდან და მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამდენი ადამიანის ჩარევა ყოფილიყო საჭირო, რათა კანონით დადგენილი პროცედურები განხორციელებულიყო. ეს ჩანს ერთი შეხედვით. [რაც შეეხება] ფორმას: როდესაც არ ემორჩილება პატიმარი შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები. ბრალდებას სჭირდება დადასტურება. დადასტურებას, ამ შემთხვევაში, ვერც თქვენ, ჟურნალისტები, და ვერც მე, როგორც მინისტრი, ვერ მოვახდენთ - ეს უნდა მოახდინოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. არის მცდელობა ამ ერთი კონკრეტული შემთხვევებით, დაუდასტურებელი ბრალდებები წარმოჩენილი იქნეს, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი და ამ ფაქტის მანიპულირებით მოხდეს უკვე გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამორიცხული, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში,“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.