ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალიამ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე. მინისტრის თქმით, გასაჯაროებული კადრები ძალადობის კვალს არ ადასტურებს, ხოლო პატიმარი ბადრაგების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

სალიამ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე
სალიამ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძეTV პირველი

იუსტიციის მინისტრმა არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე.

"მიმართეთ პრესსამსახურს" - ასე უპასუხა პაატა სალიამ "პირველების" შესაბამის კითხვას.

რამდენი არის დეესკლაციის ოთახში ჩაყვანილი, ახლა ამის ზუსტი სტატისტიკა თუ გსურთ მიმართეთ პენიტენციურ სამსახურს, რა იყო მიზეზი ამ კონკრეტული პატიმრის დეესკლალაცის ოთახში ჩაყვანისა იმ მომენტში ამის დეტალებსაც მოგახსენებნ, არაფერი დასამალი აქ არ არის.

აქ საუბარი იყო რაზე თქვან ჩემთან სასაუბროდ მოხვედით იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გაუპატიურება, იყო თუ არა დანაშუალი ჩადენილი და ა.შ. მოხდა თუ არა დანაშაულის ჩადენა მე გითხრათ?!"- თქვა მან.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი კომენტარის პირველ ნაწილში, ამტკიცებდა, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გასაჯაროებული კადრები „ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს“.

ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რამე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.

ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული…

როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები“- აცხადებს სალია.

36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურიიუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
  2. ალიაოპოზიციურიიუსტიციის მინისტრის პირველი კომენტარი გიორგი დავითაძის შესახებ
  3. TV პირველიოპოზიციურირა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარ გიპასუხებთ - იუსტიციის მინისტრი კითხვაზე, აქვს თუ არა დავითაძის ვიდეოს ხმა
  6. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: ჩვენი შეფასებით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. პენიტენციური სამსახური მოქმედებდა წესების სრული დაცვით, თუმცა საბოლოო ჯამში ამას დაადგენს გამოძიება და პროკურატურა
  7. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურირა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმართეთ პრესსამსახურს“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია – დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები