ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ პატიმარი პროცედურებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც სახელმწიფო იძულებას იყენებდა. თავად დავითაძე სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მასზე ბადრაგებმა იძალადეს.

რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა
რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმაTV პირველი

იუსტიციის მინისტრი დეტალურად არ საუბრობს, რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას

"მიმართეთ პრესსამსახურს" - ასე უპასუხა პაატა სალიამ "პირველების" შესაბამის კითხვას.

დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მოხდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც წინ უძღვოდა ამ ყველაფერს. მას ჰქონდა გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა, გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. კანონი ითვალისწინებს დეესკლაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.

თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას და შესაბამისად სახელომწიფომ გამოიყენა იძულება.

რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხცორციელდა ან უკანონო ქმედება.

მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება დაადგენეს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო.

იყო თუ არა ამდენი ადამაინის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო, პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო.

ის [დავითაძე] უწევდა წინააღმდეგობას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომ ელექტრო დეტექტორით დაეთალიერებინათ, შესაბამისად მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება და მოხდა მისი დათვალიერება"- თქვა მან.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი კომენტარის პირველ ნაწილში, ამტკიცებდა, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გასაჯაროებული კადრები „ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს“.

ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რამე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.

ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული…

როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები“- აცხადებს სალია.

36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.