იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ პირველი კომენტარი გააკეთა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე და განაცხადა, რომ ის პატიმრის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს. პატიმარი ამტკიცებს, რომ ის ბადრაგმა გააუპატიურა, ხოლო პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს - პაატა სალიამ თქვა, რომ ის მსჯავრდებულის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს.
მინისტრი არ პასუხობს კითხვას რატომ რჩება მსჯავრდებული იმ დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე მუშაობენ ციხის ის თანამშრომლები, რომელსაც პატიმარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
პაატა სალიამ დააანონსა, რომ დღეს სამინისტროში ამ თემაზე ბრიფინგი ჩატარდება, სადაც საქმის ირგვლივ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
"ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა. ყველა პატიმრის სიციცხლე და უსაფრთხოება დაცულია. ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. თავად გადაწყვიტა [კლინიკაში] გადაყვანაზე უარი"- თქვა სალიამ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების მტკიცებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
თავად დავითაძე ამბობს, რომ ის N6 პენიტენციური დაწესებულებაში ბადრაგმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურა.
თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაიუსტიციის მინისტრის პირველი კომენტარი გიორგი დავითაძის შესახებ
სალიამ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე
რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა
პაატა სალია: როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები
არ გიპასუხებთ - იუსტიციის მინისტრი კითხვაზე, აქვს თუ არა დავითაძის ვიდეოს ხმა
პაატა სალია: ჩვენი შეფასებით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. პენიტენციური სამსახური მოქმედებდა წესების სრული დაცვით, თუმცა საბოლოო ჯამში ამას დაადგენს გამოძიება და პროკურატურა
პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება
რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…