ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია – დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება

იუსტიციის სამინისტროტელეიმედი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის სადამსჯელო ღონისძიება, არამედ წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას თანამშრომლებზე სავარაუდო თავდასხმების ფონზე.

პაატა სალია – დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება
პაატა სალია – დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანებაპირველი არხი

არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების რისკების განმუხტვას ემსახურებოდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, როგორც დავითაძის, ისე დღევანდელ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმას. მათი დეესკალაციის ოთახში გადაყვანა კი უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე განხორციელდა.

„მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, სწორედ ამ რისკების განმუხტვისა და გადაზღვევის მიზნით ხდება პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსება. ორივე შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა. კადრებში ჩანს, როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. არ ვიცი რა იყო ამ თავდასხმის საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ პირებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი, რადგან მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია“,- განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არცერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას – მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის არა სადამსჯელო, არამედ უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება
  2. ტაბულაოპოზიციურიდეესკალაციის ოთახში გადაყვანა არა სადამსჯელო, არამედ უსაფრთხოების ღონისძიებაა - პაატა სალია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, სწორედ ამ რისკების განმუხტვისა და გადაზღვევის მიზნით ხდება პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსება. ორივე შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა. კადრებში ჩანს, როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. არ ვიცი რა იყო ამ თავდასხმის საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ პირებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი, რადგან მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია“
პაატა სალია
„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას – მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სალიამ არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები