"ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად" - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
ვანში მე-17 საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნებისა" და "ძლიერი საქართველო-ლელოს" კანდიდატები იბრძვიან. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. დღეს ასევე იმართება შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოებში.

ვანში მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება.
სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო-ლელოს" კანდიდატები იბრძვიან.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ვაჟა ხელაძემ.
"მოდიან ადამიანები, აძლევენ ხმას მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ჩემს სოფელს. ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად," - განაცხადა ვაჟა ხელაძემ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსივანის მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, კენჭისყრა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
- რუსთავი 2ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა
- რუსთავი 2"არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია" - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
- რუსთავი 2ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია - ცესკოს წარმომადგენელი
- რუსთავი 2ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდი და კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული - ცესკოს წარმომადგენელი
- POSTVვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან": "ბევრი ძალიან კარგი
- რუსთავი 2"მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად სოფლის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის" - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
ციტატები სტატიიდან
„მოდიან ადამიანები, აძლევენ ხმას მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ჩემს სოფელს. ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…