ლევან ჯობავა: როგორც კი ნაკრები კარგავს წოდებას - “სახალხო” და ხდება სამთავრობო, იწყება კრიზისი
ლევან ჯობავა: არასწორად დანიშნულ ჯარიმას მოედანზე, ტრიბუნაზე და ტელევიზორთან დაბერილი ძარღვებით და ყვირილით აპროტესტებს ხალხი, რომელსაც გიორგის და კიდევ ასობით ადამიანის თავზე დატეხილი უსამართლობა არ გაუპროტესტებია.

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი/პრეზიდენტი ლევან ჯობავა:
არასწორად დანიშნულ ჯარიმას მოედანზე, ტრიბუნაზე და ტელევიზორთან დაბერილი ძარღვებით და ყვირილით აპროტესტებს ხალხი, რომელსაც გიორგის და კიდევ ასობით ადამიანის თავზე დატეხილი უსამართლობა არ გაუპროტესტებია.
მალე ორი წელი გახდება, რაც გიორგი უკანონო პატიმრობაშია.
უდანაშაულო ბიჭი, რომელსაც ეროვნული ნაკრები ძლიერ უყვარდა და საგულშემატკივროდ გერმანიაშიც კი გაჰყვა.
დღეს ერთი წელი გახდა, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
როგორც კი ნაკრები კარგავს წოდებას - “სახალხო” და ხდება სამთავრობო, იწყება კრიზისი.
გიორგი მალე გამოვა ციხიდან, ქართული სპორტის კრიზისი კი იმაზე ღრმა და ხანგძლივი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…