ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან": "ბევრი ძალიან კარგი

ქართული ოცნებალელო

ვანის მუნიციპალიტეტის მე-17 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნებისა" და "ძლიერი საქართველო-ლელოს" კანდიდატები იბრძვიან. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან": "ბევრი ძალიან კარგი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან": "ბევრი ძალიან კარგიPOSTV

ვანში მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” და “ძლიერი საქართველო-ლელოს” კანდიდატები იბრძვიან.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ვაჟა ხელაძემ.

“მოდიან ადამიანები, აძლევენ ხმას მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ჩემს სოფელს. ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად,” – განაცხადა ვაჟა ხელაძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.