ვანში, სოფელ ფერეთაში, არჩევანი 300-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით
ვანის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სადაც ხმა 300-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. პროცესი მშვიდ გარემოში, საჩივრების გარეშე ვითარდება, გამარჯვებისთვის კი „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები იბრძვიან.

300-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა არჩევანი ვანში, სოფელ ფერეთაში, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 45%-ია.
ამ დროის მონაცემებით, მე-17 უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არცერთი საჩივარი დაწერილა.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს. გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” და “ძლიერი საქართველო-ლელოს” კანდიდატები იბრძვიან.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.