"მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად სოფლის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის" - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ელექტრონული წესით ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ გაიმარჯვა, რომელმაც მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აღთქმა.

ვანში, სოფელ ფერეთაში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. უბანზე 679 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, კენჭისყრის პროცესი კი ელექტრონული წესით ჩატარდა. სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძოდნენ.
ელექტრონული დათვლით, წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 387-მა ამომრჩეველმა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა, 57-მა არჩევანი "ძლიერი საქართველო-ლელოს" სასარგებლოდ გააკეთა, 3 ბიულეტენი გაბათილდა.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან," ვაჟა ხელაძე ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად სოფლის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. მე ვპირდები ჩვენი სოფლის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ჩავერთვები და გავაკეთებ ყველაფერს ჩემი სოფლისთვის. ბევრ კარგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შევძენთ ჩვენს სოფელს," - განაცხადა ვაჟა ხელაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსივანის მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, კენჭისყრა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
- რუსთავი 2ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა
- რუსთავი 2"არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია" - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
- რუსთავი 2ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია - ცესკოს წარმომადგენელი
- რუსთავი 2"ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად" - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
- რუსთავი 2ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდი და კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული - ცესკოს წარმომადგენელი
- POSTVვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან": "ბევრი ძალიან კარგი
ციტატები სტატიიდან
„მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად სოფლის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. მე ვპირდები ჩვენი სოფლის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ჩავერთვები და გავაკეთებ ყველაფერს ჩემი სოფლისთვის. ბევრ კარგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შევძენთ ჩვენს სოფელს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…