"არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია" - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და აქტივობა მაღალია. დღეს ასევე ტარდება შუალედური არჩევნები ოთხ მუნიციპალიტეტში.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ვაჟა ხელაძემ არჩევანი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, მე-17 უბანზე გააკეთა.
მისი თქმით, საარჩევნო უბანი 08:00 გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"არჩევნები კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა არის მაღალი. გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები", - განაცხადა ვაჟა ხელაძემ.
სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ლელო - ძლიერი საქართველოს" კანდიდატები იბრძვიან. უბანზე რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსივანის მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, კენჭისყრა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
- რუსთავი 2ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა
- რუსთავი 2ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია - ცესკოს წარმომადგენელი
- რუსთავი 2"ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად" - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
- რუსთავი 2ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდი და კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული - ცესკოს წარმომადგენელი
- POSTVვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან": "ბევრი ძალიან კარგი
- რუსთავი 2"მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად სოფლის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის" - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"
ციტატები სტატიიდან
„არჩევნები კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა არის მაღალი. გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…