ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია - ცესკოს წარმომადგენელი

ქართული ოცნებალელო

ვანში, მე-17 საარჩევნო უბანზე, შუალედური არჩევნები მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს. ცესკოს წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის რაიმე შეფერხებას ან ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია - ცესკოს წარმომადგენელი
ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია - ცესკოს წარმომადგენელირუსთავი 2

ვანში მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება.

"ამ დროისთვის 139 ამომრჩეველია მოსული უკვე. მოგეხსენებათ, რომ უბანზე სულ 679 ამომრჩეველი ფიქსირდება ერთიან სიაში. შესაბამისად, ამ ტიპის, ანუ შუალედური არჩევნებისთვის, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და არის მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ზოგადად პროცენტულად აქტივობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება პროცესს, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს. რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია, საბედნიეროდ. არც რაიმე საჩივარია, შესაბამისად, შემოსული და იმედია, რომ დღის ბოლომდე, ანუ 08:00 საათის ჩათვლით, ასევე, კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდება ეს პროცესი," - აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, გია ცაცაშვილმა.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძვიან.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ დროისთვის 139 ამომრჩეველია მოსული უკვე. მოგეხსენებათ, რომ უბანზე სულ 679 ამომრჩეველი ფიქსირდება ერთიან სიაში. შესაბამისად, ამ ტიპის, ანუ შუალედური არჩევნებისთვის, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და არის მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ზოგადად პროცენტულად აქტივობის მაჩვენებელი. რაც შეეხება პროცესს, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს. რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია, საბედნიეროდ. არც რაიმე საჩივარია, შესაბამისად, შემოსული და იმედია, რომ დღის ბოლომდე, ანუ 08:00 საათის ჩათვლით, ასევე, კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდება ეს პროცესი,“
გია ცაცაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.