ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდი და კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული - ცესკოს წარმომადგენელი

ქართული ოცნებალელოცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ვანში, სოფელ ფერეთაში, საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენება და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცესკოს წარმომადგენელთა თქმით, პროცესი კონსტრუქციულად და შეფერხებების გარეშე მიდის.

ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდი და კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული - ცესკოს წარმომადგენელი
ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდი და კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული - ცესკოს წარმომადგენელირუსთავი 2

ვანში არჩევნები მშვიდ ვითარებაში გრძელდება. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეფერხებას ადგილი არ ქონია.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძვიან.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, "ქართული ოცნების" ვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა, საარჩევნო უბანზე ამ ეტაპისთვის დაახლოებით 220 ამომრჩეველი გამოცხადდა.

"დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. დაახლოებით 220 ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და ხმა მისცა. აქტივობა ამ მომენტშიც სერიოზულად მიმდინარეობს. რაც შეეხება შედეგებს, დღის ბოლოს გვექნება," - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, გია ცაცაშვილის განცხადებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"რაც შეეხება აქტივობას, ფაქტობრივად ის უკვე ასცდა ამ დროისთვის 44%-ს და ალბათ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ამ დროისათვის. მით უმეტეს 08:00 საათამდე ალბათ აქტივობის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება, ბუნებრივია. დანარჩენი, გარემო ისევ მშვიდია, კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული და, რაც მთავარია, ეს ტექნოლოგიები კარგად მუშაობს, ამომრჩევლებს არ უჭირთ, პირიქით, ეს დროსაც ამცირებს, კომფორტულს ხდის უფრო პროცესს და ყველაფერი, იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სწორედ ასე გაგრძელდება," - აღნიშნა გია ცაცაშვილმა.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. დაახლოებით 220 ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და ხმა მისცა. აქტივობა ამ მომენტშიც სერიოზულად მიმდინარეობს. რაც შეეხება შედეგებს, დღის ბოლოს გვექნება,“
ალექსანდრე გოგორიშვილი
„რაც შეეხება აქტივობას, ფაქტობრივად ის უკვე ასცდა ამ დროისთვის 44%-ს და ალბათ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ამ დროისათვის. მით უმეტეს 08:00 საათამდე ალბათ აქტივობის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება, ბუნებრივია. დანარჩენი, გარემო ისევ მშვიდია, კონსტრუქციულია, ყველაფერი მიდის ისე, როგორც პროცედურულად და კანონით არის გათვალისწინებული და, რაც მთავარია, ეს ტექნოლოგიები კარგად მუშაობს, ამომრჩევლებს არ უჭირთ, პირიქით, ეს დროსაც ამცირებს, კომფორტულს ხდის უფრო პროცესს და ყველაფერი, იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სწორედ ასე გაგრძელდება,“
გია ცაცაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.