ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები იმართება

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიაქართული ოცნებალელო

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ცესკოს ცნობით, არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და რეგისტრირებულია 2 პარტიის 7 კანდიდატი.

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები იმართება
ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები იმართებატაბულა

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ცესკოს ცნობით, არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პარტიის, ქართული ოცნებისა და ლელო-ძლიერი საქართველოს, მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან ორივე პარტიის კანდიდატები, ახმეტაში კი მხოლოდ ქართული ოცნების.

"შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამა გაიარეს.

წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მომართა." - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კენჭისყრა მიმდინარეობს 20:00 საათამდე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამა გაიარეს. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მომართა.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.