ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია, მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ - ვანის მუნიციპალიტეტის მერი

ქართული ოცნებალელო

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ გაიმარჯვა. როგორც მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მმართველი პარტიის კანდიდატმა მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოიპოვა გამარჯვება.

სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია, მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ - ვანის მუნიციპალიტეტის მერი
სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია, მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ - ვანის მუნიციპალიტეტის მერირუსთავი 2

"არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, შედეგებით კმაყოფილი ვართ. სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია," - ამის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, "ქართული ოცნების" ვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა.

"მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. მე მინდა მივულოცო ახალგაზრდა კაცს ჩვენი საკრებულოს დეპუტატობა და წარმატებები მინდა ვუსურვო," - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

ვანში, სოფელ ფერეთაში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. უბანზე 679 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, კენჭისყრის პროცესი კი ელექტრონული წესით ჩატარდა. სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძოდნენ.

ელექტრონული დათვლით, წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 387-მა ამომრჩეველმა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა, 57-მა არჩევანი "ძლიერი საქართველო-ლელოს" სასარგებლოდ გააკეთა, 3 ბიულეტენი გაბათილდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, შედეგებით კმაყოფილი ვართ. სრულიად განადგურდა ჩვენი ოპოზიცია,“
ალექსანდრე გოგორიშვილი
„მაღალი პროცენტით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. მე მინდა მივულოცო ახალგაზრდა კაცს ჩვენი საკრებულოს დეპუტატობა და წარმატებები მინდა ვუსურვო,“
ალექსანდრე გოგორიშვილი
„და ჩვენმა კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. მე მინდა მივულოცო ახალგაზრდა კაცს ჩვენი საკრებულოს დეპუტატობა და წარმატებები მინდა ვუსურვო,“
ალექსანდრე გოგორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.