რატომ გაუხსნეს ციხის კარი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანს - "ოცნება" კითხვებს არ პასუხობს
ქართული ოცნების ლიდერები არ პასუხობენ კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ახობაძე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"ქართულ ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, რატომ გაუხსნეს ციხის კარი კაცს, რომელსაც სუს-ში ქრთამის აღებას ედავებიან. ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის ლიდერები დილიდან კონფერენციაზე "ევროპული ცივილიზაციის საფუძველი და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" გამოჩდნენ, თუმცა გრიგოლ ლილუშვილის მოადგილის, ლევან ახობაძის გათავისუფლებაზე საუბარი არავინ ისურვა.
არცერთი სიტყვა არ უთქვამს ირაკლი კობახიძეს, არც გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს, რომლის უწყებაც ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლებას დაეთანხმა, არადა არსებობს ვარაუდი, რომ ბრალდებულის ჩვენება შესაძლოა, რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეში აღმოჩნდეს.
"ევროპული ცივილიზაციის საფუძველი და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" - ამ სახელწოდების კონფერენციაზე თბილისში "ოცნების" ლიდერები და რიგითი წევრები იმყოფებიან, ასევე ძალოვანი უწყებების და საპატრიაქროს წარმომადგენლები.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
ახობაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გათავისუფლდა.
პროკურატურა კი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღლჩინოსანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.
ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- TV პირველილილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- ფორმულალილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
- BM.GEსუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
- ტაბულასუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
- რადიო თავისუფლებასუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს
- რუსთავი 2მოცემულ შემთხვევაში, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა - გირაოთი გათავისუფლებული ლევან ახობაძის საქმის პროკურორი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…