ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურატვ პირველიშემოსავლების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით იყო დაკავებული, 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაცვის მხარის თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს ახალი ინფორმაცია მიაწოდა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

ლევან ახობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი გირაოთი გათავისუფლების საფუძველი მათ მიერ ახალი ინფორმაციის მიწოდება გახდა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ახობაძეს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

"ეს არანაირად არ უკავშირდება მისი მხრიდან რაიმე სახის თანამშრომლობას სხვა მაღალჩინოსნის მიმართ. ეს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს ეხება უშუალოდ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ახალ ინფორმაციას." - განაცხადა დავით სიმონიამ, ტვ პირველთან საუბრისას.

კონკრეტულად რა იგულისხმება ახალ ინფორმაციაში, ადვოკატი არ აკონკრეტებს.

ახობაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 22 მაისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის ბრალეულობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებული თანხა არ არის დიდი ოდენობის, არამედ 2 თვის ხელფასის თანხაა.

"ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ… მთავარი მტკიცებულება, რომ რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა დღეს გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა ამ ქვეყანას ემსახურება, ის არის ომის ვეტერანი… ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თითქოს ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ხალხო, არანაირი დიდი ოდენობით თანხა ამოღებული არ არის. 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი… ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ." - თქვა ადვოკატმა.

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

კორუფციისთვის დაკავებული ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი იქნება

22 მაისს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლის, ეროვნული ბანკის კურსით - 1 164 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობით ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, იწვევს დაჯარიმებას ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ან ამ საქონის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე მიიღო უარი. ამის, შემდეგ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების გზით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი.

ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა, იმავე დღეს სუს-ის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა" - ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალსიიწნებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, სხვა მონაწილე პირების მხილების, მტკიცებულებეის შეგროვებისა და მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არანაირად არ უკავშირდება მისი მხრიდან რაიმე სახის თანამშრომლობას სხვა მაღალჩინოსნის მიმართ. ეს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს ეხება უშუალოდ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ახალ ინფორმაციას.“
დავით სიმონია
„ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ… მთავარი მტკიცებულება, რომ რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა დღეს გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა ამ ქვეყანას ემსახურება, ის არის ომის ვეტერანი… ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თითქოს ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ხალხო, არანაირი დიდი ოდენობით თანხა ამოღებული არ არის. 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი… ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.