ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დახურულ სხდომაზე მიიღო.

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდნენ.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- TV პირველილილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- BM.GEსუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
- ტაბულასუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
- რადიო თავისუფლებასუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს
- რუსთავი 2მოცემულ შემთხვევაში, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა - გირაოთი გათავისუფლებული ლევან ახობაძის საქმის პროკურორი
- TV პირველირატომ გაუხსნეს ციხის კარი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანს - "ოცნება" კითხვებს არ პასუხობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…