პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მოცემულ შემთხვევაში, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა - გირაოთი გათავისუფლებული ლევან ახობაძის საქმის პროკურორი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, რადგან საქმეში არსებული საფრთხეები, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, შემცირდა.

მოცემულ შემთხვევაში, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა - გირაოთი გათავისუფლებული ლევან ახობაძის საქმის პროკურორი
რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე. ახობაძეს სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

"დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ლევან ახობაძე გათავისუფლდა გირაოთი. გირაოს ოდენობა მას შეეფარდა 500 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა ლევან ახობაძის ადვოკატმა დავით სიმონიანმა.

საქმეზე ისაუბრა ბრალდების მხარემ. პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, მოცემულ მომენტში მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე შემცირდა, რაც აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდა.

"ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარკვეული გარემოებები, ასევე დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო.

როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მოცემულ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ეს. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, რომ როდესაც გარკვეული ახალი გარემოებები არსებობს და ახალ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის, ამ საფრთხეების შემცირება, ამ შემთხვევაში ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება და განეიტრალება, არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ლევან ახობაძეს შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაოთი, 500 000 ლარის ოდენობით და მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა და რაც აღკვეთის ღონისძიებას უდევს საფუძვლად, შეეცვალა მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  2. TV პირველიოპოზიციურილილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
  3. ფორმულაოპოზიციურილილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
  4. BM.GEოპოზიციურისუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
  5. ტაბულაოპოზიციურისუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს
  7. TV პირველიოპოზიციურირატომ გაუხსნეს ციხის კარი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანს - "ოცნება" კითხვებს არ პასუხობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის პროცესი გაურკვეველი მიზეზით გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები