გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა. პროკურატურა ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მხარეები შესავალი სიტყვებისთვის ემზადებიან. სხდომის დაწყებამდე კი კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა, დავით სიმონიამ განაცხადა, ახობაძე დუმილის უფლებით სარგებლობს.
ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. ჩვენ საჯაროობას ვუჭერთ მხარს და სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არის ის, რომ საჯარო იყოს. თუ შესაძლებლობა იქნება, ამ პოზიციას დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რასაც ამ ეტაპზე საჯაროდ აჟღერებს, არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს არანაირ აღიარებაზე წასვლას იქიდან გამომდინარე, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს",- განაცხადა სიმონიამ.
ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიადვოკატი - საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული - ქრთამის აღება ჩაიდინა
- TV პირველიპროკურორი ასახელებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აქვთ
- რუსთავი 2ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…