ჯაშუშობის ეჭვის გამო კვიპროსიდან გააძევეს რუსეთის ორი დიპლომატი
ჯაშუშობის ეჭვისა და რუსეთის დაზვერვაზე მუშაობის ბრალდებით კვიპროსიდან რუსეთის ორი დიპლომატი გააძევეს, რასაც ადგილობრივი მოხელეები Politico-სთან ადასტურებენ.

ამის შესახებ ტელეარხმა ANT1-მა განაცხადა, მოგვიანებით კი Politico-სთან საუბარში ორმა კვიპროსელმა სახელმწიფო მოხელემ დაადასტურა.
მათი თქმით, კვიპროსის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ქსელი, რომელიც ცდილობდა კვიპროსისა და ევროკავშირის უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, ასევე წვდომას იმ ტექნოლოგიებზე, რომელთა რუსეთში ექსპორტიც ევროპული სანქციებით არის აკრძალული.
დიპლომატებმა კვიპროსი გასულ კვირაში დატოვეს. მათ რუსეთის დაზვერვაზე მუშაობაში ადანაშაულებენ. ამტკიცებენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ კვიპროსის მოქალაქეებთან, რომლებსაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა.
ANT1-ის მონაცემებით, ჯაშუშური საქმიანობა მიმდინარეობდა, მათ შორის, ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის განმავლობაშიც. ის 1 იანვარს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…