,, ვიცი ახლა ისევ მოდის სასწაულების დრო” – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ „ისევ მოდის სასწაულების დრო“ და ვარდების რევოლუციის მიერ შექმნილ დასავლური და თავისუფალი ქვეყნის იდეას მტრის შემოგზავნილი მანქურთები ვერანაირი რეპრესიებითა და ძალადობით ვერ ჩაახშობენ.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით!
23-ში ჩვენ აღვნიშნავთ ვარდების რევოლუციის დღეს. ნიშანდობლივია, რომ თბილისში ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა 2003 წლის 23 ნოემბერს გიორგობაზე და ბათუმში გაიმარჯვა შემდეგ გიორგობაზე, 2004 წლის 4 მაისს.
მე ეს დამთხვევები არ მგონია შემთხვევითი, ვინაიდან ვარდების რევოლუცია იყო ნამდვილი სასწაული, მისი შედეგები კიდევ უფრო სასწაულების რიგი.
ვარდების რევოლუციამ შექმნა:
– სრულიად ახალი საქართველოს სასწაული
– კრიმინალის და კორუფციის დამარცხების სასწაული
– ახალი თაობის შექმნის სასწაული
ვარდების რევოლუციამ შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო თავისი სასწაულად სწრაფი განვითარებით და სასწაულებრივად შეიცვალა სიტუაცია მთელს რეგიონში. საქართველო პირველად დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე.
ჩვენ გავხდით მსოფლიოს N1 რეფორმატორი. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც თბილისში ქართულ ცეკვას ცეკვავდა ქუჩაში, გვიწოდა მსოფლიო დემოკრატიის შუქურა. ჩვენ სწრაფი ტემპით ჩავედით ევროპისკენ. დავიწყეთ მრავალსაუკუნოვანი ოცნების აღსრულება.
ხოდა 23 და 14 წელი კი არა, რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ქართველებს ეს დაავიწყო. სანამ იარსებებს საქართველო, იარსებებს ვარდების რევოლუციის მახსოვრობა.
ის, რომ ვარდების რევოლუცია არ იყო ისტორიის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოვლენა, დასტურდება იმით, რომ დღევანდელმა ჯენ Z-ის თაობამ აიტაცა მისი იდეები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რევოლუცია უკავშირდება დიდ იდეას. ეს არის დასავლური, წარმატებული, თავისუფალი საქართველოს იდეა და ამ იდეას ვერანაირი რეპრესიებით, ძალადობით და ფეიკ სასამართლოები ვოდევილებით ვერ ჩაახშობენ მტრის შემოგზავნილი მანქურთები.
ეს მცდელობა ისეთივე უბადრუკი და სასაცილოა, როგორც ამ მცდელობის შემსრულებლები, იმიტომ რომ ეს იდეა ნიშნავს ნამდვილ ოცნებას, ნამდვილ იმედს, ნამდვილ უსაფრთხოებას, ნამდვილ განვითარებას. ამიტომ ამ წარმატებას, ამ სიძლიერის და სიამაყის განცდას, ვერაფრით დაავიწყებენ ერს.
ვიცი ახლა ისევ მოდის სასწაულების დრო, ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ბევრი სასწაული და დღეს მე გეუბნებით:
-საქართველო იქნება მთლიანი და დაცული!
– საქართველო იქნება თავისუფალი!
– საქართველო იქნება წარმატებული!
– საქართველო იქნება გამარჯვებული!
დიდება საქართველოს! კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ, ჩვენი რევოლუციის მონაპოვარი, ჩვენი ულამაზესი ხუთ ჯვრიანი დროშა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…