თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიალილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს
მოცემულ შემთხვევაში, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა - გირაოთი გათავისუფლებული ლევან ახობაძის საქმის პროკურორი
რატომ გაუხსნეს ციხის კარი სუს-ის ექს-მაღალჩინოსანს - "ოცნება" კითხვებს არ პასუხობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…