გენერალური პროკურორი ამტკიცებს, რომ ლევან ახობაძესთან "არავითარი გარიგება არა შემდგარა" - პირველი კომენტარი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლება სამართლებრივი გადაწყვეტილებაა და მასთან ფარული გარიგება არ ყოფილა. ახობაძე, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოსამართლე ნინო თარაშვილის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

გენერალური პროკურორის პირველი კომენტარი ციხიდან გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის გათავისუფლების შემდეგ - გიორგი გვარაკიძე ამტკიცებს, რომ ლევან ახობაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მხოლოდ სამართლებრივი ნაწილია და მასთან არანაირი ფარული გარიგება არ დადებულა.
გააწყვეტილება სამართლებრივად გამართლებული იყო. არა საიდან მოიტანეთ (რომ ღარიბაშვილს უნდა დაადოს ხელი) .
არავითარი გარიგება არა შემდგარა, სამართლებრივი საკითხია". - განაცხადა გვარაკიძემ.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
ახობაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან "დამატებითი ინფორმაციის" სანაცვლოდ გათავისუფლდა.
პროკურატურა კი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღლჩინოსანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.
ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.