ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიტვ პირველი

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ახობაძე ბრალდებას არ აღიარებს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეში სხვები არ ფიგურირებენ და მის დაცვის ქვეშ მყოფს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

სუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს
სუსის უფოსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლესრადიო თავისუფლება

„ლევან ახობაძე არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომელიც ეხება ქრთამის აღებას... ვინაიდან აღარ იყო აუცილებელი აღკვეთის სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება გირაოთი - რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და ის გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან“, - თქვა ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, დავით სიმონიამ „TV პირველის“ ეთერში.

ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მისმა ადვოკატმა გათავისუფლების მიზეზად დაასახელა საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება დაასახელა:

„ვინმეს წინააღმდეგ ლევან ახობაძეს ჩვენება მიცემული არ აქვს და ვერც მისცემს, რადგან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ სხვა პირები, რომელთა შესახებაც შეიძლება ვინმემ ჩვენება მისცეს“.

სუსის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის მუშაობის დროს ლევან ახობაძე მისი მოადგილე იყო. ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღების საქმეზე.

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე 2026 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით. მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების თანახმად, 2024 წელს, შუამავლების ჩარევით, კერძო მეწარმეს, უკანონო დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება - 250 000 ლარის გადაცემაზე შედგა და ეს თანხა მას კაბინეტში გადასცეს.

სუსის თანახმად, გარიგება შეეხებოდა ადამიანს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ჩამოართვეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლევან ახობაძე არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომელიც ეხება ქრთამის აღებას... ვინაიდან აღარ იყო აუცილებელი აღკვეთის სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება გირაოთი - რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და ის გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან“
დავით სიმონია
„ვინმეს წინააღმდეგ ლევან ახობაძეს ჩვენება მიცემული არ აქვს და ვერც მისცემს, რადგან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ სხვა პირები, რომელთა შესახებაც შეიძლება ვინმემ ჩვენება მისცეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.