ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულებები დაადასტურებს ბრალდებულის დანაშაულს, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია.

ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი
ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორირუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს დაადასტუროს ლევან ახობაძის ბრალეულობა

"ბრალდების ვერსია ეხება იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა ლევან ახობაძემ რაღაც კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ მოითხოვა და მიიღო ქრთამი, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და დავაფიქსირეთ შესავალ სიტყვაში, ხაზი გავუსვით იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომ ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს დაადასტუროს ლევან ახობაძის ბრალეულობა," - განაცხადა ადვოკატმა, დავით სიმონიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ლევან ახობაძის მიმართ წაყენებულ ბრალს დაადასტურებს.

"მტკიცებულებები, როგორებიც არის, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ სასამართლოში მათი მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები ვფიქრობთ, რომ დაადასტურებს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით, სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება," - აღნიშნა პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა.

ახობაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც მოხელის მიერ სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფულის მოთხოვნა/მიღებას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრალდების ვერსია ეხება იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა ლევან ახობაძემ რაღაც კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ მოითხოვა და მიიღო ქრთამი, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და დავაფიქსირეთ შესავალ სიტყვაში, ხაზი გავუსვით იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომ ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს დაადასტუროს ლევან ახობაძის ბრალეულობა,“
დავით სიმონია
„მტკიცებულებები, როგორებიც არის, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ სასამართლოში მათი მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები ვფიქრობთ, რომ დაადასტურებს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით, სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება,“
ანა ლეკიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოცემულ შემთხვევაში, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა - გირაოთი გათავისუფლებული ლევან ახობაძის საქმის პროკურორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები