გიორგი გვარაკიძე ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლებაზე - გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართლებული იყო
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლება სამართლებრივად გამართლებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამართლებრივად გამართლებულს უწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
როგორც „ტვ პირველთან“ გვარაკიძე აცხადებს, ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლა სამართლებრივი საკითხია.
„გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართლებული იყო“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
კითხვაზე, დაადო თუ არა ახობაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხელი, გვარაკიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, საიდან მოიტანეთ?“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
მისივე თქმით, ბრალდებულ ახობაძესა და ბრალდების მხარეს შორის არავითარი გარიგება არ მომხდარა.
„არავითარი გარიგება არ შემდგარა. სამართლებრივი საკითხია“, - განაცხადა გვარაკიძემ.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ციტატები სტატიიდან
„გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართლებული იყო“
„არა, საიდან მოიტანეთ?“
„არავითარი გარიგება არ შემდგარა. სამართლებრივი საკითხია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.