ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – სააკაშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. ორგანიზაციის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – სააკაშვილი
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – სააკაშვილიალია

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ამისთვის და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დეტალური გარჩევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას მადლობას უხდის.

„თრანსფერანსი ინთერნეიშენალმა (საერთაშორისო გამჭვირვალობამ) მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად. დასკვნაში წერია – მის მიმართ ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად.

დიდი მადლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, სანდრო ბარამიძეს და ეკა გიგაურს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ასევე მადლობა ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების დეტალური გარჩევისთვის. ოპოარხებმა ეს არ გააშუქეს, მაგრამ ჩვენ მაინც გავავრცელოთ აქ“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმიდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.