ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - სააკაშვილი TI-ს პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. სააკაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - სააკაშვილი TI-ს პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრაზე
"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - სააკაშვილი TI-ს პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრაზეტაბულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პოლიტიკურ პატიმრად აღიარებისთვის.

"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - წერს ის და მადლობას უხდის ორგანიზაციას მისი საქმეების დეტალურად გარჩევისთვის.

"თრანსფერანსი ინთერნეიშენალმა (საერთაშორისო გამჭვირვალობამ) მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად. დასკვნაში წერია - მის მიმართ ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად."

დიდი მადლობა "საერთაშორისო გამჭვირვალობას", სანდრო ბარამიძეს და ეკა გიგაურს. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ასევე მადლობა ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების დეტალური გარჩევისთვის. ოპოარხებმა ეს არ გააშუქეს, მაგრამ ჩვენ მაინც გავავრცელოთ აქ." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მათ მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში სააკაშვილის დამატების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ორგანიზაციის ცნობით, 21 ივლისს მათ დაუკავშირდა სააკაშვილის ადვოკატი და მისი საქმეების მასალები გადასცა. TI წერს, რომ საქმეთა გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის "ა", "გ", "დ" და "ე" კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.

TI: სააკაშვილის სახელს შევიტანთ ჩვენი ორგანიზაციის შედგენილ პოლიტიკური პატიმრების სიაში

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“
„თრანსფერანსი ინთერნეიშენალმა (საერთაშორისო გამჭვირვალობამ) მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად. დასკვნაში წერია - მის მიმართ ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგაურის "საერთაშორისო გამჭვირვალობა": სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები