ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობას", დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი - შალვა პაპუაშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და ეკა გიგაურს, რათა გამოვლინდეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანიის რეალური ავტორი. მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას.

უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობას", დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი - შალვა პაპუაშვილი
უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობას", დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრინციპულად აუცილებელია გაირკვეს, ვინ აფინანსებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და ეკა გიგაურს, რათა საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის რეალური ავტორი გამოვლინდეს.

მისივე თქმით, ეკა გიგაური პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს:

"უნდა გაირკვეს, ვინ არის დამფინანსებელი. იცით, ამას მალავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა". ვიცით, ესტონეთში არიან დარეგისტრირებული და ესტონეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან. არ ვიცი, ესტონეთი აფინანსებს თუ რომელი სახელმწიფო, მაგრამ მგონია, ახლა უკვე პრინციპულია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ ჯგუფს. დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ, დაიხსნან პატიმრობიდან. უკვე ხუთი წელია ცდილობენ, როგორც თავისი აგენტი დაიხსნან პატიმრობიდან სხვადასხვა მანქანებით, მათ შორის გახსოვთ, პოლონეთის მთავრობამ ექიმიც კი შეაპარა სპეცდავალებით მიხეილ სააკაშვილთან, წინდით უნდა გამოეტანა რაღაცები და დააკავეს. სირცხვილში ჩავარდა მთლიანად პოლონეთის მთავრობა, რომ ასეთი რამე იკადრეს.

ვნახეთ ევროკავშირის ყალბი დემარში იუსტიციის მინისტრთან. როდესაც იუსტიციის მინისტრზე პირდაპირ იყო ზეწოლა, რომ სააკაშვილი კვდებოდა და ეს იყო დღეების ამბავი. თითქოს რამდენიმე დღეში მოკვდებოდა თუ არ გადავცემდით მათ, ევროკავშირის წარმომადგენლებს. და თუ მოკვდებოდა, საქართველო საერთოდ გახდებოდა კეთროვანივით ყველასთვის. ვნახეთ, რომ არა თუ რამე დაემართა, შვილი ეყოლა, ძალიან ჯანსაღადაც გამოყურება, სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალყურს.

ამის მკადრებელ ხალხთან გვაქვს საქმე. ესეც ამ კამპანიის ნაწილია, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი დაიხსნან ციხიდან. ეს დავალება აქვს ეხლა მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას. ახლა მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უნდა გაირკვეს, ვინ არის დამფინანსებელი. იცით, ამას მალავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა". ვიცით, ესტონეთში არიან დარეგისტრირებული და ესტონეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან. არ ვიცი, ესტონეთი აფინანსებს თუ რომელი სახელმწიფო, მაგრამ მგონია, ახლა უკვე პრინციპულია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ ჯგუფს. დამფინანსებელს როდესაც მოვძებნით, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ, დაიხსნან პატიმრობიდან. უკვე ხუთი წელია ცდილობენ, როგორც თავისი აგენტი დაიხსნან პატიმრობიდან სხვადასხვა მანქანებით, მათ შორის გახსოვთ, პოლონეთის მთავრობამ ექიმიც კი შეაპარა სპეცდავალებით მიხეილ სააკაშვილთან, წინდით უნდა გამოეტანა რაღაცები და დააკავეს. სირცხვილში ჩავარდა მთლიანად პოლონეთის მთავრობა, რომ ასეთი რამე იკადრეს. ვნახეთ ევროკავშირის ყალბი დემარში იუსტიციის მინისტრთან. როდესაც იუსტიციის მინისტრზე პირდაპირ იყო ზეწოლა, რომ სააკაშვილი კვდებოდა და ეს იყო დღეების ამბავი. თითქოს რამდენიმე დღეში მოკვდებოდა თუ არ გადავცემდით მათ, ევროკავშირის წარმომადგენლებს. და თუ მოკვდებოდა, საქართველო საერთოდ გახდებოდა კეთროვანივით ყველასთვის. ვნახეთ, რომ არა თუ რამე დაემართა, შვილი ეყოლა, ძალიან ჯანსაღადაც გამოყურება, სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალყურს. ამის მკადრებელ ხალხთან გვაქვს საქმე. ესეც ამ კამპანიის ნაწილია, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი დაიხსნან ციხიდან. ეს დავალება აქვს ეხლა მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას. ახლა მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ ამ მტრული კამპანიის სულისჩამდგმელს და ავტორს,“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.