ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – ეკა გიგაურს არავინ არაფერს ეკითხება, ის ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ, თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეკა გიგაური გარედან მიცემულ დავალებებს ასრულებს და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ესტონეთის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. თავის მხრივ, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება პოლიტიკური პატიმრების სიაში, რასაც წინ უძღოდა თავად სააკაშვილის კრიტიკა იმის გამო, რომ ის ადრეულ სიაში არ იყო შეყვანილი.

შალვა პაპუაშვილი – ეკა გიგაურს არავინ არაფერს ეკითხება, ის ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ, თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს
შალვა პაპუაშვილი – ეკა გიგაურს არავინ არაფერს ეკითხება, ის ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ, თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოსპირველი არხი

ეკა გიგაურს არავინ არაფერს ეკითხება, ის ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ეკა გიგაურის კუთვნილი „ენჯეო“ ესტონეთი ხელისუფლების კონტროლქვეშ არის, თუმცა უცნობია, ვინ აფინანსებს მას.

„ერთადერთია, რომ არ ვიცით, ვინ არის ამ დავალების მიმცემი, ვინაიდან ისინი მალავენ თავის დამფინანსებლებს. დღეს მისი „ენჯეო“ არის ესტონეთი ხელისუფლების კონტროლქვეშ, რეგისტრირებულია ესტონეთში. დაინტერსედით მედია, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, თუ ამას გაიგებთ, იმ წუთსავე გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს, ვინაიდან ეს არის მტრული პოლიტიკა საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა. „სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“ ,- დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთადერთია, რომ არ ვიცით, ვინ არის ამ დავალების მიმცემი, ვინაიდან ისინი მალავენ თავის დამფინანსებლებს. დღეს მისი „ენჯეო“ არის ესტონეთი ხელისუფლების კონტროლქვეშ, რეგისტრირებულია ესტონეთში. დაინტერსედით მედია, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, თუ ამას გაიგებთ, იმ წუთსავე გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს, ვინაიდან ეს არის მტრული პოლიტიკა საქართველოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.