ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეკა გიგაურმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრეც უნდა მიეღო - ბესო შენგელია

ნაციონალური მოძრაობასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნება

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. მმართველ გუნდში ამ განცხადებას გამოეხმაურნან და აღნიშნეს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებიან. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო შენგელიამ კი აღნიშნა, რომ ეკა გიგაურს ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო, თუმცა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარად არ მიიჩნევს.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეკა გიგაურმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრეც უნდა მიეღო - ბესო შენგელია
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეკა გიგაურმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრეც უნდა მიეღო - ბესო შენგელიარუსთავი 2

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ ბრალდების საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და განიხილავს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეს, მათ შორის, საუბრობს საზღვრის უკანონო კვეთაზეც. ეს მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი საქართველოში უკანონოდ შემოვიდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიგაური ენჯეოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საწყის ეტაპზე ვერ შეძლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება, თუმცა ბულინგის გამო სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება მოუწია.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია აცხადებს, რომ გიგაურს ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო.

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეკა გიგაურმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრეც უნდა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ ყველა ხარჯი, რომელიც გაღებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ხმარდებოდა სახელმწიფო ინტერესებს,"- აცხადებს ბესო შენგელია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეკა გიგაურმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრეც უნდა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ ყველა ხარჯი, რომელიც გაღებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ხმარდებოდა სახელმწიფო ინტერესებს,“
ბესო შენგელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.