ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიაში სახელმწიფო მდივან ლოტე მახონს შეხვდა, სადაც ქართულმა მხარემ გაკვირვება გამოხატა დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ლოტე მახონს შეხვდნენ.
მხარეებმა საქართველო-დანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობას.
ქართულმა დელეგაციამ გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…