პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა ხდება. მისივე თქმით, საუბარია როგორც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე წყლის სისტემების პროექტებზე, სკოლების და საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების და კულტურის სახლების მშენებლობის საკითხებზე.
კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. რევაზ სოხაძის განცხადებით დღეისათვის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი მიდგომებით იგეგმება და ხორციელდება.
მუნიციპალიტეტების მერებმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მათ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ძირითადი ყურადღება არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გაამახვილეს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიარევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…