პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დანიის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
რუსთავი 2

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლოტე მახონს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველო-დანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობას.

ქართულმა დელეგაციამ გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  2. POSTVსამთავრობონიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები