პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტინატო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის საფრთხეები და ევროინტეგრაცია განიხილეს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კარსტენ ჰონგესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს კნუტთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური ალიანსისა და მოდერატების პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან.

საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრებისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი და ალიანსის წევრების მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოებისადმი არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება განიხილეს. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგებს მიწვევისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
  2. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები