ნიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რათა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოიძებნოს.

მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
„მაღალი დონის შეხვედრები სახალხო წარმომადგენელთა ეროვნულ კრებაში, კომუნისტურ პარტიასა და ახალგაზრდულ ფედერაციაში შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას, ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და ტურიზმის განვითარებას, ასევე განათლებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…