პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სახელმწიფო მდივან ლოტე მახონს შეხვდა. ქართულმა დელეგაციამ გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო და ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
POSTV

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლოტე მახონს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-დანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხესა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობას.

ქართულმა დელეგაციამ გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები