იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არცერთი ჩვენგანი არ იყო ინფორმირებული, არავინ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ უკრაინელები ლიბიაში - შესაბამისად, ის, რაც ზელენსკიმ თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ლიბიაში რუსულ გემებზე თავდასხმის შესახებ მოკავშირეები ინფორმირებულნი არ ყოფილან და ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ უკრაინას ლიბიაში საკუთარი მოქმედებების კოორდინაცია არ მოუხდენია და რუსულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მოკავშირეებისთვის არ უცნობებია.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კიევი ლიბიაში თავის ქმედებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ათანხმებდა.
„არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალში ისინი მოკავშირეებთან კომუნიკაციას იქონიებენ. არცერთი ჩვენგანი არ იყო ინფორმირებული, არავინ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ უკრაინელები ლიბიაში. შესაბამისად, ის, რაც ზელენსკიმ თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ გემებზე თავდასხმებს ყოველთვის უთანხმებს იმ ქვეყნებს, რომელთა წყლებში ან ინფრასტრუქტურის სიახლოვესაც უკრაინული ძალები მოქმედებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…