ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობა, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროები, აგრეთვე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდარუსთავი 2

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰუსეინ ალ-ამუშს და ჯგუფის წევრებს, წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა პარლამენტებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში იორდანიის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.

შეხვედრისას მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები და მათი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა იორდანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები