ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე: არ იცოდნენ, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში აქციებზე იდგნენ - ახლა უკვე ხედავენ, რამდენად დიდი იყო ჩარევის დონე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოს დელეგაციის PACE-ში არყოფნის, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნისა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში შეხვედრების დეტალებზე საუბრობს.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ ბევრი საკვანძო საკითხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში, ეს მათთვის უცნობი იყო. უცნობი იყო, ასევე, ის, რომ საქართველოსგან მუდმივად, დღესაც კი ითხოვს ევროკავშირი, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. უცნობი იყო ის დონე ჩარევისა, რომელიც საქართველოს არჩევნებში მოხდა 2024 წელს და მათ არ იცოდნენ, მაგალითად, ის, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ჩამოვიდნენ და დადგნენ აქციებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების შემდეგ.
ასე რომ, ეს დეტალები და ამ დეტალების ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სრულიად სხვანაირად უყურებენ და ხედავენ ახლა უკვე საქართველოს პოზიციონირებას," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში, ეს მათთვის უცნობი იყო. უცნობი იყო, ასევე, ის, რომ საქართველოსგან მუდმივად, დღესაც კი ითხოვს ევროკავშირი, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. უცნობი იყო ის დონე ჩარევისა, რომელიც საქართველოს არჩევნებში მოხდა 2024 წელს და მათ არ იცოდნენ, მაგალითად, ის, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ჩამოვიდნენ და დადგნენ აქციებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების შემდეგ. ასე რომ, ეს დეტალები და ამ დეტალების ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სრულიად სხვანაირად უყურებენ და ხედავენ ახლა უკვე საქართველოს პოზიციონირებას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…