„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"
სასამართლომ რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი („კაწრო“) პატიმრობაში დატოვა, რასაც წინ პროკურორთან მათი სიტყვიერი რეპლიკები უძღოდა.
სასამართლოში ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (კაწრო) რესტორანში ჩხუბის საქმის განხილვა გრძელდება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა პროცესზე თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის სხვა ზომით შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.
პროკურორის ამ განცხადებაზე ვატო ყიფიანმა თქვა: „ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ?".
პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის, ავთანდილ ბილანიშვილს არაერთხელ დაჰკისრებია ჯარიმა.
„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, - უთხრა პროკურორს "კაწრომ".
სასამართლომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, 14 ოქტომბერს ამჟამად დაკავებულები კაცს ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი სხვა პირებთან ერთად ბრალდებულები არიან ციხეში პატიმარ დავით ფექიარიშვილის ცემის საქმეზეც.
40 წლის პატიმრის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინათ ასევე : ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ვატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?
თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
სასამართლომ ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
- ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…