სასამართლომ ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“) პატიმრობა ძალაში დატოვა. სამივე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“, მიმართ პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატების პოზიციით, ბრალდებულების მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული არცერთი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო უკვე შეფარდებული პატიმრობა უნდა გაუქმებულიყო.
სასამართლო სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. მათ განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაზარალებულს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
სამივეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ვატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?
თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
- ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"
ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…