პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!

თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს — ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს პატიმრობა ძალაში დაუტოვა. სხდომაზე ბილანიშვილმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს მიმართა, რომ როგორც კი მუშაობას დაიწყებს, წარსულში დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის.

ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ინტერპრესნიუსი

ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას, - ასე მიმართა ბრალდებულმა ავთანდილ ბილაშვილმა („კაწრომ“), პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობდა. პროკურორმა დაასახელა ის საფრთხეები, რომელიც მათი გათავისუფლების შემთხვევაში დადგება. მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.

“ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ წარსულში სასამართლომ არაერთხელ გამოიყენა სასჯელის სახით ჯარიმა. იყო ნასამართლევი ცივი იარაღის ტარებისთვის. ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი”, - განაცხადა ვახტანგ ხარებაშვილმა.

ბრალდებულმა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს ასე უპასუხა:

“ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, - მიმართა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს. ასევე, პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ბილანიშვილი “ცივ იარაღსაც ატარებდა”, რასაც ბილანიშვილის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: “გაგახარებთ ღმერთი”.

საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 4
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურივატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?
  4. TV პირველიოპოზიციურითავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
  6. ფორმულაოპოზიციურისასამართლომ ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
  7. Facebookავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
  8. TV პირველიოპოზიციური„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"
  9. რუსთავი 2სამთავრობობრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები