თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დაუტოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა; ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, მოსამართლე ალერიან ბუგიანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ადვოკატების განცხადებით, პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.
სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან.
საქმის მასალების მიხედვით, 14 ოქტომბერს ამჟამად დაკავებულები კაცს ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი სხვა პირებთან ერთად ბრალდებულები არიან ციხეში პატიმარ დავით ფექიარიშვილის ცემის საქმეზე.
40 წლის პატიმრის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინათ ასევე : ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ბრალდება იგივე საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას ედავება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ვატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?
ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
სასამართლომ ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
- ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"
ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…