ვატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს — ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და ავთანდილ ბილანიშვილს სასამართლომ პატიმრობა ძალაში დაუტოვა. პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ისაუბრა.

ანუ არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. პროკურორმა დაასახელა ის საფრთხეები, რომელიც მათი გათავისუფლების შემთხვევაში დადგება. მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.
“ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ წარსულში სასამართლომ არაერთხელ გამოიყენა სასჯელის სახით ჯარიმა. იყო ნასამართლევი ცივი იარაღის ტარებისთვის. ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი”, - განაცხადა ვახტანგ ხარებაშვილმა.
ბრალდებულმა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს ასე უპასუხა:
“ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, - მიმართა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს. ასევე, პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ბილანიშვილი “ცივ იარაღსაც ატარებდა”, რასაც ბილანიშვილის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: “გაგახარებთ ღმერთი”.
საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
სასამართლომ ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
- ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"
ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…