ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა, გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის საქმის პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ბრალდებულებს — ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს პატიმრობა ძალაში დაუტოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. სხდომას სამივე ბრალდებული დაესწრო. ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვატო ყიფიანის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე, დამატებითი პატიმრობის შეფარდებას სამართლებრივად არსს მოკლებულს უწოდებს. მისი შეფასებით, მიზნების უზრუნველსაყოფად ერთი აღმკვეთი ღონისძიება საკმარისი იყო.
"კიდევ ერთი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის დაყენება არის სამართლებრივად არსს მოკლებული და დაცვის მხარის პოზიცია იყო სწორედ ეს, რომ ერთი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ისევე უზრუნველყოფს აღმკვეთი ღონისძიების მიზნებს, როგორიც ორი, სამი, ხუთი თუ შვიდი, არ ვიცი, და შესაბამისად, ერთი საკმარისი იყო და უნდა გაუქმებულიყო. სამწუხაროდ, სასამართლომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა აქვთ შეფარდებული ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს," - განაცხადა ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ.
პროკურორის ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით კი, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები.
"ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველ ნაწილში, რომ საფრთხეები კვლავ ძალაში იყო და გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა და მეორე გარემოება - წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს, შესაბამისად, საქმე წარიმართა სასამართლოში არსებითად განსახილველად", - განაცხადა პროკურორმა, ვახტანგ ხარებაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
სასამართლომ ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ვატო ყიფიანი პროკურორს - ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში?
თავდასხმა რესტორანში - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და "კაწრო" პატიმრობაში რჩებიან
ავთანდილ ბილაშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
სასამართლომ ყიფიანის და „კაწროს“ პატიმრობა ძალაში დატოვა
- ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს - როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…