პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ — კრიმინალური ავტორიტეტი ყიფიანი პროკურორს

სასამართლომ რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი პატიმრობაში დატოვა, რადგან პროკურორის განცხადებით, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ — კრიმინალური ავტორიტეტი ყიფიანი პროკურორს
ნეტგაზეთი

სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (იგივე კაწრო) რესტორანში ჩხუბის საქმის განხილვა გრძელდება.

პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შეფარდებული ე.წ. წინასწარი პატიმრობის [განაჩენის დადგომამდე აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი და ყველაზე მკაცრი ზომა] განხილვისას განაცხადა, რომ პატიმრობის სხვა ზომით შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ?“ — მიმართა ვატო ყიფიანმა პროკურორს ამის პასუხად.

პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები, თუ მათთვის პატიმრობა შეიცვლება სხვა ზომებით, მაგალითად, გირაოთი.

პროკურორმა სასამართლოს ასევე შეახსენა, რომ წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის, ავთანდილ ბილანიშვილს არაერთხელ დაჰკისრებია ჯარიმა.

„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, — ეს უკვე ავთანდილ ბილანიშვილის საპასუხო რეპლიკაა პროკურორის მისამართით.

სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში დატოვა.

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი [კაწრო] 15 ოქტომბერს დააკავეს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე. ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით [სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი]. ამავე საქმეზე მათთან ერთად არის დაკავებული შოთა ყიფიანიც.

ამ საქმეში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სამივე ნახსენები პირი ასევე ბრალდებულია დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის საქმეზე. თუმცა ამ საქმის განხილვა სასამართლოში დეკემბრის ბოლომდე არ განახლდება.

წაიკითხეთ ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე:

ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიჩხუბი რესტორანში - ვატო ყიფიანის და "კაწროს" პროცესი იწყება
  2. TV პირველიოპოზიციურიჩხუბი რესტორანში - ვატო ყიფიანის და "კაწროს" პროცესი დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები